პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. წარმოაჩინოს საწარმოები, რომელთაც აქვთ ნატურალური პროდუქტი, მაგრამ ნაკლებად არიან თბილისის ბაზარზე, ვერ აკეთებენ ექსპორტს და მომხმარებელი არ იცნობს მათ პროდუქციას.პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება
ღონისძიება წელიწადში ორჯერ აღდგომის და ახალი წლის წინა კვირებში იმართება. გასულ წელს გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობდა 40–მდე ჩაის, თაფლის, ნატურალური წვენების, მინერალური წყლების, ლიმონათების, ღვინის და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების, ყველის, სნექების, ტკბილეულის, მურაბების, ჯემების და საკონსერვო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, ასევე ხალხური რეწვის საწარმოები.
გამოფენა–გაყიდვა იმართება ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის’’ დიღომის ფილიალში. ორგანიზებულ მაგიდებზე მონაწილეებს საშუალება აქვთ გამოფინონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, განათავსონ სარეკლამო და საკონტაქტო მასალები. პროექტი ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, მათ დამკვიდრებას ადგილობრივ ბაზარზე, სავაჭრო ქსელების მხრიდან შეფუთვის და ეტიკეტირების მოთხოვნების გაცნობას და მცირე მეწარმეებში მოტივაციის ამაღლებას შექმნან ახალი პროდუქტები.
მონაწილეობის პირობები
გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობა უფასოა.
საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ‘’გუდვილის’’ შეფუთვის პირობებს, უნდა გააჩნდეთ ეტიკეტი შესაბამისი მონაცემებით (პროდუქციის შემადგენლობა, შენახვის ვადა და.აშ)
გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობა არის უფასო. საწარმოებს შეუძლიათ საკუთარ მაგიდებზე წარმოადგინონ სარეკლამო მასალები (საინფორმაციო ბიულეტინები, ბროშურები, კომპანიის სავიზიტო ბარათები და ა.შ.) კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას უნდა გააჩნდეთ სალარო აპარატი.
2013 წელს წინა სააღდგომო პერიოდში ჩატარებულ გამოფენაში მონაწილეებს გადაეცათ , მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
No comments:
Post a Comment